მეფე — მონარქიული სახელმწიფოს მეთაურის ქართული წოდებულება. მეფის ხელისუფლება წარმოიშვა ტომის ბელადის ძალაუფლებიდან გვაროვნული წესწყობილების დაშლის, კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის პერიოდში. ასეთი პროცესი საქართველოში ძვ. წ. II–I ათასწლეულის მიჯნაზე განვითარდა. მეფის თავდაპირველი წოდებულება უნდა ყოფილიყო „მეუფეჲ მამასახლისი“, საიდანაც მარტივად „მეუფეჲ“, ბოლოს კი „მეფე“ წარმოდგა. ახ. წ. VI საუკუნეში სპარსელებმა და ბიზანტიელებმა საქართველოში მეფის ხელისუფლება გააუქმეს.
ჩემი ბლოგი საქართველოს ყველაზე ცნობილი მეფეების შესახებ არის.
No comments:
Post a Comment